მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა

მთავარი / ჩემი პროფილი საიტზე / საიტიდან გამოსვლა
გამარჯობა Гость

მენიუ

ტოპ მომხმარებლები

Mini Chat

ძიება

  
მთავარი » 2012 » ივნისი » 29 » Scary Stories
12:46 PM
Scary Stories
ჩემმა მეგობარმა რომელიც ცხოვრობს ‘Hougang’_ის ქუჩაზე  ერთხელ გადაწყვიტა წასულიყო  ქალაქში თავის მეგობრებთან კინოს საყურებლად. მან ძალიან იხალისა მგრამ ბოლოს მიხვდა , რომ სახლში წასვლის დრო იყო.

გზაზე სახლისკენ მან შეამჩნია ერთი კაცი რომელიც წიგნებს ყიდიდა, კაცს  მთელი სახე თმებით ქონდა დაფარული მხოლოდ  თვალები უჩანდა. უცებ ამ კაცმა შემოხედა ჩემს მეგობარს , და უთხრა: "მოდი და იყიდე რომელიმე ჩემი წიგნი, აუცილებლად გამოგადგება” . ეს ყველაფერი მან ჩემ მეგობარს ისეთი ხმით უთხრა, რომ ჩემმა მეგობარმა უარით ვერ უპასუხა. ის ახლოს მივიდა უცნობ კაცთან და  დახედა წიგნებს , მისდა გასაოცრად ყველა წიგნი ზებუნებრივ ძალებზე იყო . ჩემი მეგობრის ყურადღება ერთმა კარგად  გაფორმებულმა წიგნმა მიიპყრო , მან კითხა უცნობ კაცს :”რაღირს ეს წიგნი?”. უცნობმა კი მიუგო "ეს წიგნი შვილო 25$ ღირს” ჩემი მეგობარ აღშფოთდა :” კიმაგრამ 25$ რაამბავია ” მაგრამ უცნობმა ისე შეხედა ჩემს მეგობარს რომ მას გული გაუსკდა , სხვა რა გზა ქონდა ჯიბეებში ჩხრეკა დაიწყო  და რაც აღმოაჩინა იყო  20$ . "მხოლოდ 20$  მაქვს” მიუგა ჩემმა მეგობარმა "არაუშავს მოგცემ მაგ ფასად ” უპასუხა უცნობმა .ჩემმა მეგობარმა სწრაფად აიღო წიგნი და შეტრიალდა სახლში წასასვლელად უცნობმა კაცმა კი მიაძახა :”რაც არ უნდამოხდეს წიგნი ბოლო გვერდზე არ გადაშალო თორემ ინანებ” სახლში მისვლისას  მან თავის მშობლებს ჰკითხა ცხოვრობს თუ არა ახლომახლოს უბანში ვინმე წიგნის გამყიდველი , მშობლებმა უპასუხეს რომ ისინი არ იცნობენ ასეთს  არავის . ჩემი მეგობარი ავიდა თავის ოთახში და კანკალით დაიწყო წინგის კითხვა თან სულ უცნობი კაცის სიტყვები ახსენდებოდა. კითხვისას მას ჩაეძინა . ცოტა ხნის შემდეგ რომ გამოიღვიძა დაინახა რომ მას ფანჯარა ღია ქონდა და ქარმა წიგნი ბოლო გვერდზე გადაშალა , შიშისგან უცებ თვალები  დახუჭა რომ არ შეეხედა ბოლო გვერდისთვის . დიდხანს ცდილობდა რომ არ შეეხედა მაგრამ ბოლოს მისი ცნობისმოყვარეობა მასზე ძლიერი აღმოჩნდა , აიღო წიგნი და შეხედა ბოლო გვერდს. უცებ მის მშობლებს ჩემი მეგობრის შემზარავი ყვირილი  მოესმათ. აი რა ეწერა ბოლო გვერდზე!!!!

წიგნის ფასი :2.99 $
 
ისტორია პირველი – ეგვიპტელი მეომარი

მთელი ცხოვრების განმავლობაში ვგრძნობდი, რომ რაღაც ძალა თან დამყვებოდა. 5 წლისას მარტო დაძინების მეშინოდა, რადგან ბალიშთან ახლოს რაღაც ძალის არსებობას ვგრძნობდი. თუმცა პარანორმალურ მოვლენასთან შეხება პირველად 8 წლის ასაკში მქონდა, როცა კალიფორნიის შტატში, ძველ სახლში ვცხოვრობდით. საწოლზე მუცლით ვიწექი და მარჯვნივ ვიყურებოდი. არ მეძინებოდა და სავსებით ფხიზელი ვიყავი, ამ დროს კი აშკარად ვიგრძენი, რომ ვიღაც მარცხენა მხარზე შემეხო. უეცრად შევბრუნდი, მაგრამ ვერავინ დავინახე. იატაკზე კი ნაბიჯების ხმა გაისმა. ჩემს მშობლებს თავიანთ ოთახში ეძინათ, ასე რომ ისინი ვერ იქნებოდნენ. სახლში სხვა არავინ იყო. ამის შემდეგ ვერ მოვთვლი, რამდენჯერ გამიღვიძია, როცა "ის” ძილში ჩემს გაგუდვას ცდილობდა. ზოგჯერ კი თავზე ისე მიჭერდა, რომ მთელი დღე მტკიოდა. ხანდახან კი მეხვეოდა, მკოცნიდა, მეხუტებოდა. ბევრჯერ ვთხოვე წყნარად, ზოგჯერ ვუყვირე, რომ მომშორებოდა, ღმერთსაც ვთხოვე დახმარება, მაგრამ ის მაინც არ მასვენებდა.

დაახლოებით 8 წლის შემდეგ ახალ სახლში გადავედით. "ის” იქაც გამომყვა. 19 წლის რომ ვიყავი, ერთხელ შუაღამით გამეღვიძა და მისი სილუეტი დავინახე, თუმცა სახე ნათლად არ უჩანდა. ეგვიპტელ მეომარს ჩამოგავდა, ხელში რაღაც ეჭირა, ხმლის მსგავსი. ჩემსკენ რომ წამოვიდა, ვთხოვე იქაურობა დაეტოვებინა. ჩემდა საბედნიეროდ, დამემორჩილა. მას მერე კიდევ რამდენჯერმე გამომეცხადა ღამით. დაახლოებით ორი წლის შემდეგ ღამით საწოლიდან ჩამომათრია და სხვა ოთახში ძალით გამიყვანა. დილით ჩემმა დამ მითხრა, რომ ნაბიჯების ხმა გაიგონა ჩემი ოთახიდან და იფიქრა, რომ ღამე დავდიოდი. გადავწყვიტე, შემდეგ ვიზიტზე გამერკვია, ვინ იყო. 1 კვირის შემდეგ ხელახლა რომ გამომეცხადა, ვკითხე: რა გინდა, რატომ არ მეშვები? ამ დროს ფანჯარასთან თეთრი ბუ მოფრინდა. შემეშინდა და ხელი ავუქნიე. რომ დავიძინე, მესიზმრა, რომ უძველეს ეგვიპტურ სასახლეში ვიყავი, რატომღაც აკლდამაზე ვიწექი. ის მეომარი კი, რომელიც მეცხადებოდა, ჩემს სხეულთან იდგა და სევდიანად მიყურებდა. ისე ჩანდა, თითქოს თავი მოვიკალი.

დაახლოებით 24 წლის ასაკში ბიჭი გავიცანი, რომელიც ძალიან მომწონდა. ერთხელ დიდხანს რომ ვისაუბრეთ, შემომაღამდა და დასაძინებლად წავედი. საწოლთან მიახლოებისას მან ხელი მკრა უხეშად. ამის მერეც აგრძელებდა აგრესიულ ქმედებებს, ზოგჯერ კი რაღაცებს მპარავდა. ორი კვირის შემდეგ ისევ გამომეცხადა. ამჯერად თავისი სახე მიჩვენა. მშვენიერი შესახედაობის მამაკაცი იყო. იმ ღამით მესიზმრა, რომ კარი გავაღე და იქ ჩემი მოჩვენება და ის ბიჭი იდგნენ, რომელიც ახალი გაცნობილი მყავდა. მე ბიჭისკენ წავედი და ჩავეხუტე, მოჩვენებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. მან თავი ჩაღუნა და წავიდა. მას შემდეგ მხოლოდ ერთხელ ვნახე, ჩემს საწოლზე იყო ჩამომჯდარი. ამის მერე როგორც იქნა, თავი დამანება.

  • ისტორია მეორე – ღამე გემზე

    2009 წლის 9 მარტს სასტუმრო-გემ "Queen Mary”-ში დავბინავდით, ოთახში "A107″. ამ ადგილას მომხდარ პარანორმალურ ისტორიებზე ბევრი მქონდა გაგონილი და მაინტერესებდა. თუმცა მე და ჩემს ქმარს 19 თვის ვაჟიც გვახლდა და ზედმეტ თავგადასავლებზე რა თქმა უნდა, უარი უნდა მეთქვა.

    შუადღის 2:30-ზე მივედით და ჩვენი ოთახისკენ გავეშურეთ. კარი რომ გავაღეთ, კარებთან პატარა ხელოვნური ყვითელი ყვავილი დავინახე. ავიღე და ოთახში როგორც კი შევედით, თავი ცუდად ვიგრძენი, თავბრუ მეხვეოდა. ვიფიქრე, რომ ზღვის ავადმყოფობა იყო და ჩემს ქმარს ვკითხე: "გემი უკვე დაიძრა?” მან მიპასუხა: "შენ რა, ხუმრობ?” მაშინ ამას ყურადღება არ მივაქციე. მიმოვიხედეთ გარშემო და უამრავი წვრილმანი და უსარგებლო ნივთი აღმოვაჩინეთ. ყვავილი ტუმბოზე შემოვდე და გავეშურეთ ზემოთ, ჰოლისკენ, რომელიც 30-იანების სტილში იყო. კიბეზე ასვლისას თამბაქოს მკვეთრი სუნი მეცა. ჩემს ქმარს ვკითხე, მაგრამ ის მხოლოდ საკვების სურნელს გრძნობდა.

    მალე ჩემი ქმრის ნათესავებიც მოვიდნენ. ისინი დაბინავდნენ ოთახში A113. კარები რომ გამიღეს, იქაც ანალოგიური ყვითელი ყვავილი შევნიშნე. "ეს ყვავილი ჩემს ოთახში იყო”-წარმოვთქვი უნებურად. "ეტყობა ჩემმა შვილმა აიღო” – მიპასუხა მულმა. შევბრუნდი ჩემს ოთახში, რათა ტელეფონი დამტენზე შემეერთებინა და ტუმბოზე ჩემი ნაპოვნი ყვავილი დავინახე. ისევ იქ იდო, სადაც დავტოვე. უცნაურად მომეჩვენა ეს ამბავი და რომ გავედი, თვალებს ვაცეცებდი, რომ მსგავსი ყვავილი კიდევ მეპოვა სადმე, მაგრამ ვერსად შევნიშნე.

    საღამოს მე და ჩემმა ქმარმა გასეირნება გადავწყვიტეთ, ბავშვი კი მის ნათესავებთან დავტოვეთ. გემბანზე ავედით, სადაც გიდმა გემის ისტორია მოგვითხრო. გემბანზე ისევ ვიგრძენი თამბაქოს მკვეთრი სუნი. გიდის მონაყოლიდან გავიგე, რომ 30-იან წლებში გემის პირველ სართულზე სიგარეტები იყიდებოდა. ვიფიქრე, რომ სუნი იქიდან ამოდიოდა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე სართული გვაშორებდა. როგორც კი დრო ვიხელთე, გავიქეცი და იმ ოთახში შევედი, მაგრამ ძველი ჟურნალ-გაზეთების სუნის გარდა იქ არაფერი იყო.

    გიდმა შემდეგ უფრო მომცრო ოთახში შეგვიყვანა, სადაც მოულოდნელად დავინახე საზღვაო მონაცრისფრო უნიფორმაში გამოწყობილი მამაკაცი, რომელიც კარებისკენ წავიდა. გავედი ოთახიდან იმის გასარკვევად, ვინ იყო, მაგრამ არავინ დამხვდა. მოგვიანებით გავიგე, რომ Queen Mary-ს ომის დროს "ნაცრისფერი მოჩვენება” ერქვა და ყველაფერი ნაცრისფრად იყო შეღებილი, ოთახებიცა და მეზღვაურთა უნიფორმებიც.

    საბოლოოდ პირველი კლასის საცურაო აუზისკენ გავეშურეთ. ჩემი ციფრული ფოტოაპარატი ამოვიღე და სურათები გადავიღეთ, შემდგე კი აუზში ჩავედი. უცებ აღმოვაჩინე, რომ აუზში წყალი იყო, არადა 1 წამის წინ ცარიელი იყო. "შეხედე, აუზში წყალია” – ვუთხარი ამოსვლისთანავე ჩემს ქმარს. "აბა სად?” – მიპასუხა მან. შევხედე და ვნახე, რომ აუზი ისევ დაცარიელებულიყო. ვიფიქრე, განათების გამო მომეჩვენა ასე, მაგრამ ნათურები მკრთალად ანათებდა, მე კი ცოტა ხნის წინ წყლის აშკარა მოძრაობაც შევნიშნე. წასვლის წინ გიდს ვკითხე, აუზი თუ ფუნქციონირებდა, მაგრამ მან მომიგო, რომ წლებია წყალი არ ჩაუსხამთ. სადენი მილებიც მწყობრიდან იყო გამოსული და აღარ მუშაობდა.

    აუზის შემდეგ ე.წ. "სიკვდილის კიბე” ვნახეთ, რომლიდანაც ორი ადამიანი დაგორდა და კისერი მოიტეხეს. ერთ-ერთი მათგანი იყო პატარა გოგონა, რომელსაც ჯეკი შეარქვეს და მიაჩნდათ, რომ მისი სული აუზს სტუმრობდა ხშირად. ჯეკი მაშინ დაგორდა, როცა გემი ძლიერად შეყანყარდა, მოაჯირზე ხელი დაუსხლტა და ფეხი აუცურდა. ნათელი იყო, რომ გემი ცურვისას ხშირად ქანაობდა, ჩემი ზღვის ავადმყოფობის გამოვლინებაც მოსვლისას ამას მივაწერე.

    დავბრუნდით ჩვენს ოთახში, ბავშვს ღრმად ეძინა. საღამოს 10 საათი იყო და დაძინება გადავწყვიტეთ. ფანჯრები და კარები ჩაკეტილი იყო. ფხიზელი ძილი მაქვს და ღამით ვიღაცის ხშირმა სუნთქვამ გამაღვიძა. საათს შევხედე, 00:14 სთ იყო. ვიფიქრე, რომ გვერდითა ოთახიდან მოდიოდა, მაგრამ უცებ გავაანალიზე, რომ ეს ჩემს ოთახში იყო. ჩემი ქმარი მშვიდად სუნთქავდა, ამიტომ გამოირიცხა. ვიფიქრე, ჩემს შვილს სიცხე ხომ არ აქვს-თქო და ავდექი საწოლიდან. მოულოდნელად ტუმბოსთან მარჯვენა მხარეს მდგარი მამაკაცი დავინახე, რომელიც ცოტა ხანში გაქრა. რაც მახსოვს, ისაა, რომ ჩრდილივით მუქი ფერის იყო, სილუეტის მიხედვით კი სიგარეტს ეწეოდა და ქუდი ეხურა.

    რატომღაც არ მინერვიულია, სრულიად მშვიდად ვიყავი. გავბრუნდი საწოლისკენ და რადგან დაღლილი ვიყავი, მალე ჩამეძინა. ცოტა ხანში ისევ გამაღვიძა ამჯერად ნაბიჯების ხმამ. საათს შევხედე, 2 სთ ხდებოდა. ვივარაუდე, რომ გარედან შემოდიოდა ხმა, მაგრამ მალე ჩემს საწოლთანაც გავიგონე. ისევ ვიგრძენი თამბაქოს სურნელი, მაგრამ არც ამჯერად შემშინებია. ხმა რომ მიწყდა, მალევე გავაგრძელე ძილი.

    3 საათისკენ ისევ გამეღვიძა, გარედან მთვრალი კაცების ხმაური შემოდიოდა. ოთახში მიმოვიხედე და შევნიშნე, რომ სააბაზანოს სახელური მოძრაობდა. ავდექი და მისკენ გავემართე, მაგრამ მოძრაობა მაშინვე შეწყდა. კარი რომ გავაღე, სააბაზანოში არავინ იყო.

    დილის 8 საათზე გავიღვიძეთ და შევნიშნე, რომ ერთი ფანჯარა ღია იყო. ფანჯრები საკმაოდ ძველი იყო და ძნელად და ხმაურით იღებოდა, მე კი ფხიზელი ძილი მაქვს და გამიკვირდა, რომ ეს გამომეპარა. ჩემს ქმარს რომ ვკითხე, წარმოდგენა არ ჰქონდა, ვინ გააღო.

    შუადღით სახლში დავბრუნდით. მე ვფიქრობ, რაც თავს გადამხდა, გემის წარსულის აჩრდილები იყო. თუმცა დღემდე არ ვიცი, ვინ იყო ის ნაცრისფერში გამოწყობილი კაცი, რომელიც ასე ხშირად მსტუმრობდა.

  • კატეგორია: სასაცილო/საინტერესო:D | ნანახია: 545 | დაამატა: Basti | რეიტინგი: 5.0/3
    სულ კომენტარები: 2


    2. EKA SOXADZE   (SeLeNaToR)

    pirveli istoria umagresi iyo danarchenebic momewona
    saintereso iyoo kargi siaxlea:)   

    (2012-06-29 1:49 PM)



    1. -UnBrOkEn MaAr-   (MaarSmiler♡♡♡)

    shy shy thumb thumb thumb thumb thumb thumb v v   

    (2012-06-29 1:23 PM)

    კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
    [ რეგისტრაცია | შესვლა ]

    პროფილი


    Block title

    --Online --

    სულ ონლაინში: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებელი: 0

    კალენდარი
    «  ივნისი 2012  »
    ორსამოთხხუთპარშაბკვ
        123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    252627282930

    Copyright MyCorp © 2024