მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა

მთავარი / ჩემი პროფილი საიტზე / საიტიდან გამოსვლა
გამარჯობა Гость

მენიუ

ტოპ მომხმარებლები

Mini Chat

ძიება

  
მთავარი » 2012 » ივლისი » 19 » SELENA GOMEZ Biography
5:34 PM
SELENA GOMEZ Biography

სელენა მარი გომესი (ინგლ. Selena Marie Gomez; დ. 22 ივლისი, 1992, გრანდ-პრერია,ტეხასი,აშშ) — ამერიკელი მომღერალი, მსახიობი და გაეროს ბავშვთა ფონდის ყველაზე ახალგაზრდა ელჩი.


სელენას მამა წარმოშობით მექსიკიდანაა, დედას კი იტალიური ძირი აქვს. სელენას დედა – მენდი ტიფი – წარმატებული მექსიკელი მსახიობია,როდესაც მან სელენა გააჩინა 16 წლის იყო.მისი მამა კი რიკარდო გომეზია, თუმცა სელენა ძალიან პატარა იყო როცა მისი მშობლები გაშორდნენ. შემდეგ კი მენდი დაქორწინდა ბრაიან ტიფიზე, რომელიც დღესაც სელენას მამინაცვალია.დედამისთან თეატრში რეპეტიციებისთვის თვალის დევნის შემდეგ, სელენამ თქვა, რომ მსახიობობა სურდა და არანაირი სხვა პროფესია არ უნდოდა. უკვე ექვსი წლის ასაკში სელენა გომესმა თავისი პირველი კასტინგი გაიარა, შვიდი წლისას კი დაიწყო მუშაობა შოუში «ბერნი და მისი მეგობრები»,სელენა აქ გომოჩნდა მეშვიდე და მერვე სეზონში, მას შემდეგ რაც კასტინგი მოუგო 1400 პრეტენდენტს. უნდა ავღნიშნოთ, რომ აქ მნიშვნელოვანი როლი მენდიმ ითამაშა.ამის შემდეგ ის სარეკლამო აგენტებმა შენიშნეს.სელენა სათამაშოებს,მაღაზიებს და საოჯახო რესტორნებს უკეთებდა რეკლამას.


2004 წელს, როდესაც სელენა 12 წლის იყო, მან გაიარა კასტინგი უოლტ დისნეის სტუდიაში , რის შემდეგაც გამოჩნდა წარმატებულ Disney Channel-ის პროექტებში, მაგალითად ტელესერიალში «ჰანა მონტანა», როგორ გაიარა ამ საბედისწერო სელენასთვის კასტინგმა, ისტორიას არ ყვება, მაგრამ როგორც ჩანს, დედის განათლებამ და გამოცდილებამ ხელი შეუწყო. ყველანაირად, საოცარია, რომ მორცხვმა გოგონამ, გადაღებების პატარა გამოცდილებით გაიმარჯვა კონკურში ბევრად გამოცდილ და წარმატებულ კონკურენტზე.


«ჩვენ მოგვიყვანეს კალიფორნიაში, – იხსენებს სელენა გომეზი. – მე ვიყავი ძალიან მორიდებული და შებოჭილი. შემოვედი ოთახში, რომელშიც ძალიან ბევრი ადამიანი იყო – რეჟისორები და პროდიუსერები. მე ვხდებოდი, რომ ვეჯიბრები გოგონებს, რომლებიც ჩემზე გამოცდილები და საკუთარ თავში დარწმუნებულები იყვნენ. მე ვერ ვხდები, როგორ გავიარე ის კასტინგი.»


გამოცდილმა მსახიობმა, მოაწყო მთელი შოუ მოედანზე, სადაც კასტინგი ტარდებოდა. სელენას მაშინ შეუსრულდა 7 წელი და დედამ მოუწყო მას გრანდიოზული დღესასწაული.

_________________________


2008 წელს სელენამ ითმაშა ფილმში «კიდევ ერთი ისტორია კონკიაზე».2009 წელს «პრინცესას დაცვის პროგრამაში»,სადაც ასევე დემი ლოვატოსთან ერთად მონაწილეობდა.2007-2010 წლებში სერილში «ჯადოქრები უივერლიდან»,რომელმაც ერთ დროს «ჰანა მონტანას» რეიტინგსაც კი გადაუსწრო.2010 წელს «რამონა&ბიზუსი».ასევე სელენას მალე ვიხილავთ ფილმში «მონტე კარლო». Teen Choice Awards 2009-ზე სელენამ ფილმისთვის «პრინცესას დაცვის პროგრამაში» საუკეთესო ქალი ტელევარსკვლავის პრიზი მოიგო,ხოლო Alma Award 2009-ზე კი სერიალისთვის «ჯადოქრები უივერლიდან» საუკეთესო კომედიური მსახიობის პრიზი მოიპოვა და ა.შ

სელენამ 2008 წელს ჩაწერა ქავერი სიმღერის «Cruella de Vil». შემდეგ ჩაწერა სამი სიმღერა ფილმ «კიდევ ერთი ისტორია კონკიასთვის».ასევე «Fly to Your Heart», 2008 წლის ანიმაციური ფილმისთვის «Tinker Bell». 2008 წლის ივლისში სანამ გახდებოდა 16 წლის, გააფორმა კონტრაქტი Hollywood Records–თან.ხოლო 2009 წელს ჩაწერა სიმღერა «One and the Same» დემი ლოვატოსთან ერთად ფილმ «პრინცესას დაცვის პროგრამისთვის» და ასევე ჩაწერა სიმღერები სერიალისთვის ჯადოქრები უივერლიდან.

კატეგორია: ბიოგრაფიები | ნანახია: 645 | დაამატა: SeLeNaToR | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

პროფილი


Block title

--Online --

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

კალენდარი
«  ივლისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

Copyright MyCorp © 2024