მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა

მთავარი / ჩემი პროფილი საიტზე / საიტიდან გამოსვლა
გამარჯობა Гость

მენიუ

ტოპ მომხმარებლები

Mini Chat

ძიება

  
მთავარი » 2012 » ივლისი » 26 » ვაგრძელებ სხვა საშიშ ისტორიას
8:19 PM
ვაგრძელებ სხვა საშიშ ისტორიას
დაქორწინებული წყვილი საღამოს სახლიდან გავიდა და ახალგაზრდა ძიძას დაურეკეს, რომ ერთი საღამო მისი შვილებისთვის მიეხედა. როდესაც ძიძა მივიდა მათთან სახლში, მშობლებმა გააფრთხილეს, რომ ისინი გვიან არ დაბრუნდებოდნენ, ბავშვებსაც უკვე ეძინათ და თინეიჯერი გოგონა არავის შეუწუხებია. ის მეცადინეობდა და თან შეყვარებულის ზარს ელოდებოდა, ცოტა ხანში მას ტელეფონმა დაურეკა. გოგონამ ზარს უპასუხა, მაგრამ ტელეფონში ხმას არავინ იღებდა, გოგონამ ტელეფონი გათიშა. რამოდენიმე წუთში ზარი განმეორდა, ძიძამ უპასუხა, ტელეფონში ვიღაც უცნობი კაცის ხმა გაისმა, მან ჰკითხა : "შეამოწმე ბავშვები როგორ არიან?" .



თავიდან გოგონას ეს კაცი ბავშვების მამა ეგონა, კაცს დიდი ხანი ხმა არ ამოუღა, რის გამოც გოგონამ მას იგნორი გაუკეთა და აღარაფერი უპასუხა, ტელეფონი გათიშა. მაგრამ უცნობმა კიდევ დარეკა და იგივე კითხვა გაუმეორა გოგონას, როდესაც ძიძამ ჰკითხა მისი ვინაობა, ტელეფონი უეცრად გაითიშა.
გოგონამ გადაწყვიტა რომ დაერეკა იმ რესტორანში, სადაც ბავშვების მშობლები იმყოფებოდნენ. ასეც მოიქცა, მაგრამ რესტორანიდან უთხრეს, რომ მისტერ მარფმა და მისმა მეუღლემ რესტორანი 45 წუთის წინ დატოვეს.



გოგონა ძალიან შეშინდა და ახლა პოლიციაში დარეკა, მაგრამ პოლიციელებმა მას უთხრეს, რომ ეს უბრალოდ ვიღაცის ოინი იყო. გოგონას ტელეფონმა კიდევ დარეკა, ისევ იმ მამაკაცის ხმა გაისმა, მან ჰკითხა " რატომ არ ნახე ბავშვები როგორ მდგომარეობაში არიან?" , გოგონამ ჰკითხა თუ ვინ იყო, მაგრამ უცნობმა ტელეფონი ისევ გათიშა.



ახლა ძიძამ 911-ზე დარეკა, დახმარება ითხოვა, რადგან ძალიან შეშინებული იყო და ეგონა რომ უცნობი მას უყურებდა. გოგონას გამოართვეს მისი მისამართი და სახელი და უთხრეს რომ თუ ზარები კიდევ განმეორდებოდა სასწრაფო დახმარება მასთან გაჩნდებოდა.
თინეიჯერ გოგონას ძალიან უნდოდა გაეგო თუ ვინ იყო უცნობი, შუქები აანთო და გარეთ გავიდა, მაგრამ ზარი ისევ განმეორდა.
უცნობი - რატომ აანთე შუქი?
გოგონა - ახლა მხედავ?
უცნობი - რასაკვირველია.
გოგონა - ვკანკალებ, ძალიან მეშინია, ეს გინდოდა?
უცნობი - არა! მე შენი სისხლი მინდა.



გოგონას ტელეფონი ხელიდან გაუვარდა, რამოდენიმე წამში კი ტელეფონმა ისევ დარეკა, გოგონამ ყვირილით უპასუხა და სთხოვა რომ აღარ დაერეკა, მაგრამ ეს სასწრაფო დახმარება იყო, მათ მოისმინეს საუბარი და შეატყობინეს ძიძას, რომ ზარი გვერდითა ოთახიდან იყო და სთხოვეს რომ სახლიდან სასწრაფოდ გამოსულიყო.



გოგონა ტირილით გამოვარდა ოთახიდან და ცილობდა კარის გაღებას, უეცრად გაიღო ის კარი, რომელსაც ზემოდან კიბეები ჰქონდა. შუქი აინთო და გამოჩნდა ბავშვების საძინებელი და მამაკაცის გამოსახულება. გოგონა როგორღაც ხსნის ურდულს და გარბის გარეთ, სადაც მას პოლიციელი ხვდება ხელკეტით ხელში. ნელ-ნელა კიბეებზე სისხლით მოსვრილი უცნობი ჩამოდის, რომელმაც ორივე ბავშვი მოკლა...

კატეგორია: სასაცილო/საინტერესო:D | ნანახია: 759 | დაამატა: elle | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2


2. EKA SOXADZE   (SeLeNaToR)

vaime elle wacko es ra iyo? biggrin :D magaria love   

(2012-07-27 6:19 PM)



1. -UnBrOkEn MaAr-   (MaarSmiler♡♡♡)

thumb vaime deda...gaagrdzele... v v   

(2012-07-26 9:38 PM)

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

პროფილი


Block title

--Online --

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

კალენდარი
«  ივლისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

Copyright MyCorp © 2024